ნინო ლაცაბიძე: საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

რუსთავში, ავარიულ შენობებს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლერმონტოვის ქუჩის #5-ში. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. „რუსთავის მერიის გუნდი დღეისათვის, 17 მისამართზე ახორციელებს საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციას. საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წლების წინ, […]

რუსთავში თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება

რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა. რეაბილიტირებული და სრულად გამაგრებულია თბილისის ქუჩის #4, #16 და #20 ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. ამ ეტაპზე კი, თბილისის ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ […]

რუსთავში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და რუსთავის მერიის ორგანიზებით ALL STAR 2026 გაიმართა

რუსთავის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და რუსთავის მერიის ორგანიზებით ALL STAR 2026 გაიმართა. ALL STAR-ის მატჩში, ერთმანეთს ტრადიციულად, ლეგიონერებისგან და ადგილობრივი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. ეროვნული სუპერლიგის ვარსკვლავებს, სპორტის სასახლესთან შეკრებილი რუსთაველი გულშემატკივრები ოვაციებით და წითელი ხალიჩით დახვდნენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში სპორტს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. დღეს ნამდვილი სპორტული ზეიმი გვქონდა. რუსთავში მსგავსი მაღალი […]

რუსთავში კიდევ ერთ ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობას – სპორტის ქუჩის N2 საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და საკრებულოში აღნიშნული უბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ტოგონიძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „რუსთავის მერიის გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, ძველ რუსთავში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. სპორტის ქუჩის N2 […]

ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ვაგრძელებთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას და უახლოეს პერიოდში, სამუშაოების მორიგ ეტაპს დავიწყებთ

რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს და  მომდევნო ეტაპს იწყებს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილთან ერთად, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა, ძალზედ მნიშვნელოვანია. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ვაგრძელებთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას და უახლოეს პერიოდში, […]

რუსთავში საახალწლო კონცერტი გაიმართა

რუსთავში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს’’ მხარდაჭერით, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა. საახალწლო სცენიდან რუსთაველებისთვის ჯგუფმა „ირიაომ”, სოფო ხალვაშმა, ანი კეკუამ, აჩიკო ნიჟარაძემ, ნუცა ქირიამ, დათუნა სირბილაძემ, აჩიკო ცანკაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და ჯგუფმა„რეგიონმა“ იმღერეს. საშობაო სოფელში მისული პატარებს ზღაპრის გმირები დახვდათ, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. „რუსთავისთვის მთელი […]

რუსთავის მერიამ 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ერთად განიხილა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს რუსთავში განხორციელებული პროექტები და 2026 წლის გეგმები განიხილეს, ამასთანავე მუნიციპალიტეტსა და კომუნალურ კომპანიებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს. […]

ნინო ლაცაბიძე: მთელი ქალაქის სახელით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რუსთავი ამაყობს მათი წარმატებებით

რუსთავის სპორტის სასახლეში, 2025 წლის წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში 33 სპორტსმენს, 4 გუნდს და 17 მწვრთნელს, 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცა. წლის საუკეთესო რუსთაველი სპორტსმენები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე […]

ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რომელსაც საწარმოებს ვუყენებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი,  რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების […]

რუსთავში რაგბის ახალი სტადიონი შენდება

რუსთავში, რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში რაგბის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და დეპუტატებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო. „რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვთა რაგბის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და დასრულების შემდეგ, ასობით ახალგაზრდას მოემსახურება […]