დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ – ქ. რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (წარმადობის გაზრდა)

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეოსთილის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული –  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1288).

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 29 მარტის N21/2193 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული –  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4648).

2023 წლის 24 აპრილს შპს „ჯეოსთილის“ მიერ N3463 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

განცხადება

შენიშვნებზე რეაგირების ცხრილი

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

დანართი

 

წინა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი