ძალიან ემოციური დღე გვქონდა გუშინ. რუსთაველებმა ერთად ვუგულშემატკივრეთ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. მადლობა მათ ამ ემოციისთვის და საქართველოს დროშისთვის ევროპის ჩემპიონატზე. მთავარი გამარჯვებები წინაა – ნინო ლაცაბიძე

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ.

ფეხბურთის გულშემატკივრების განსაკუთრებული აქტივობა, გუშინ რუსთავის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა.

მატჩის მსვლელობისას. გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მეკარის მაისური ხვდა წილად.

საქართველოს ნაკრების დამარცხების მიუხედავად, რუსთაველმა გულშემატკივრებმა ღია ჩვენებისთვის მოწყობილი სივრცე, ოპტიმისტური განწყობით დატოვეს.

საქართველო-თურქეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები დაესწრნენ.

ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენება რუსთავის მერიის და ოქსიგენ ფესტის ორგანიზებით იმართება.

ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, ფეხბურთის გულშემატკივრებს, 22 და 26 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის და საქართველო- პორტუგალიის მატჩების დღეებშიც უმასპინძლებს.

 

 

 

 

 

წინა რუსთავის ცენტრალურ პარკში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება