გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ – ქ. რუსთავში შპს „სტანდარტ ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/974). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 9 იანვრის N21/19 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული –  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1262).

2023 წლის 7 თებერვალს შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ N865 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1420). სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში გამოვლენილ იქნა რიგი უზუსტობები, რის გამოც 2023 წლის 13 თებერვლის N21/870 წერილის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1437).

2023 წლის პირველ მარტს შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ N1689 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

განცხადება

არატექნიკური რეზიუმე

ზდგ

დანართი – კუმულაციური ზემოქმედება

 

 

 

 

წინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ ძირითადი არაორგანული ნაერთების (ამორფული ბორის) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი