გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ ძირითადი არაორგანული ნაერთების (ამორფული ბორის) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N 12

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2023 წლის 4 აპრილი, 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი – https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

სიტუაციური სქემა

დანართი

Shp ფაილები

 

 

წინა რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა