ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება.
ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას.
ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებიან.
შეხვედრაზე თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის, მართვისა და ფინნასების საკითხებზე იმსჯელეს, დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივი ხელისუფლების, ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.
ღონისძიების ფარგლებში, ეწყობა აქტუალურ საკითხებზე პანელური დისკუსიებიც.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის დელეგატები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და პარტნიორი ორგანიზაციები.
ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის დაფინანსებით, 2017 წლიდან ხორციელდება. 2021 წლიდან, კი ინიციატივის მართვას ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
წინა ქ. რუსთავში, შპს „ელბა ექსპორტის“ კირისა და კომბინირებული სასუქის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ