ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე- ,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტი, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა.

ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს და რუსთავის მერს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
შეხვედრას, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილიც ესწრებოდა.
,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ძალიან მახარებს. პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. სიმბოლურად, ამ პროგრამას, ჩვენ ,,მართე შენი ქალაქი“ დავარქვით. ძალიან ბევრს გაუჩნდა ქალაქის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვის სურვილი და სწორედ, ამ პროგრამის მეშვეობით, მათ აქვთ დღეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ და დეტალურად გაეცნონ მერიისა და მერიის ყველა სამსახურის საქმიანობას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერმა პროექტის მეხუთე ეტაპის მონაწილე 14 სტუდენტს, სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე ეცნობოდნენ.
რუსთავის მერია, ახალგაზრდების წახალისებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის აფინანსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურს.
2023 წელს, რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალი პროგრამა – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ დაიწყო, რომელიც სტუდენტების ანაზღაურებად დასაქმებას ითვალისწინებს ქალაქის გამწვანების სამსახურში.
წინა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდნენ