ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, 96 წლის თინა გრიგალაშვილს, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის მადლობის პრემია გადასცა.
თინა გრიგალაშვილი რუსთავის მერიისგან, ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ყოველთვიურად 500-ლარიან ფულად პრემიას მიიღებს.
პროფესიით მასწავლებელი ქალბატონი, პედაგოგიური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის დასუფთავების სამსახურში.