ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელეთა (ჰორიზონტალური) გადაყვანის შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

  • ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია);
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ( 2 ვაკანსია);
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სოციალური მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია);

იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნული თანამდებობების დაკავების (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელეების გამოსავლენად.

განაცხადის წარსადგენად განსაზღვრულია 2 სამუშაო დღის ვადა.  გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ  მოხელეებთან გასაუბრებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 თებერვლის N182 ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატების შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

 

წინა ნინო ლაცაბიძე – ,,ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება და სწორედ ამიტომ მოვითმინეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ოპოზიციური საკრებულოს წევრებისგან”