9 მარტს, რუსთავის მერია ქალაქის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალზე“ გიწვევთ, რომელიც ქალაქური სიმღერის კონცერტით დასრულდება

9 მარტს, რუსთავის მერია ქალაქის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალზე“ და ქალაქური სიმღერის კონცერტზე გიწვევთ!

რუსთავის ცენტრალური პარკი

12:00-18:00 სთ

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

13:00-15:00 სთ

საბავშვო-გასართობი პროგრამა

19:00 სთ

ამფითეატრი

ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტის „ქართული სიმღერა საქართველოს“ ფარგლებში, ქალაქური სიმღერის კონცერტს გამართავს. კონცერტში

მონაწილეობენ ანსამბლები:

,,ქართული ხმები’’, ,,შვიდკაცა’’, ,,ალილო’’, ,,თეატრალურის კვარტეტი’’, ,,ფორტე’’.

მუსიკალური ღონისძიება  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

 

წინა შპს „სტანდარტის“ ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ