რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება

რუსთავის მერიაში,  ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მორიგი ეტაპი დაიწყო.

პროექტი ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მუშაობას, უკვე 50 – მდე რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო.

ნინო ლაცაბიძე, დღეს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად, სტაჟირების პროექტის ახალი ეტაპის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები კვლავ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ.

,,ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სწავლობენ და გამოცდილებას იღებენ, კარგი იქნება, თუ დაუბრუნდებიან ჩვენს ქალაქს. პროექტის ,,მართე შენი ქალაქი“ მიზანი სწორედ ესაა. ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებმა ნახონ, როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და გაეცნონ იმ სერვისებს, რომელსაც მერია სთავაზობს მოსახლეობას. სტაჟირების გავლის შემდგომ, კი შესაძლოა, თავადაც დაინტერესდნენ და მომავალში იფიქრონ მუნიციპალურ სამსახურში დასაქმებაზე. რუსთავს რეალურად სჭირდება ასეთი ახალგაზრდები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავს მიზნად.

პროექტში ,,მართე შენი ქალქი” ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით ხდება.

 

წინა რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს ახალი ეკიპირება გადაეცათ