რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს ახალი ეკიპირება გადაეცათ

მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისისა და დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებს ახალი ეკიპირება გადაეცათ.

სპეცფორმის და საჭირო ტექნიკის 880 კომპლექტი, ტრანსპორტის თანამშრომლებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა გადასცეს.

რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერის ინიციატივით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზარდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებაც.

 

წინა ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელძღვანელობისგან, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა