რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ქალაქში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქის სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს შეხვდა.

რუსთავის მერმა, მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სახელოვნებო სფეროს განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამუსიკო სკოლების თანამშრომლების რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსმენა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.

მუსიკალური სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

წინა რუსთავში პროექტი – კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში’’ განხორციელდება