რუსთავში, საქართველოს შვიდ სხვა მუნიციპალიტეტთან ერთად, პროექტი – კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში’’ განხორციელდება.
პროექტის პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მამუკა მამაიაშვილი და პროექტისთვის შერჩეული საპილოტე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ნინო ლაცაბიძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელშიც ადგილობრივი ფინანსების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.