რუსთავის მთავარ მოედანზე, საშობაო სოფელში, 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა აქტივობები გაიმართება

საშობაო სოფელში, აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. თავისუფლების მოედანზე განთავსებულია 11 კვების ჯიხური და 20 სამრეწველო დახლი. 14 დეკემბრიდან ყოველ საღამოს, 18:00 საათიდან 23:00 საათამდე მოედანზე ჩაირთვება ფონური მუსიკა. სამუშაო დღეებში 18:00-დან 20:00-მდე თოვლის ბაბუა სპეციალურად მოწყობილ სახლში უმასპინძლებს პატარებს, ხოლო შაბათ-კვირას 18:00-დან 21 საათამდე. პატარების საახალწლო განწყობაზე, კი თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, საციგურაო მოედანი, გაიმართება ანიმაციების ჩვენება.

 

წინა რუსთავის მთავარ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო