რუსთავის N18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად, რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული მე-18 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

მე-18 საჯარო სკოლაში გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი, გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სააქტო დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სკოლის შიდა ეზოში დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო რეკრეაციული სივრცე.

ახლადრეაბილიტირებულ მე-18 სკოლაში, 1080 მოსწავლე სწავლობს და 101 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 1, 919, 860 ლარია, ახალი ინვენტარის შესაძენად, კი 96 170 ლარი იყო გათვალისწინებული.

პროექტი განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

 

წინა რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა