ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის თეატრის წარმატება კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლით ,, შექსპირ-ბადე“, კლასიკური დრამატურგიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე, ქალის სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რუსთავის თეატრის მსახიობი ნათია მელაძე,  ეპიზოდური როლისთვის, კი ანდრია ვაჭრიძე დაჯილდოვდნენ.

სპექტაკლი უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. მასში შექსპირის რამდენიმე პიესის – ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“, ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტის“ და ,,მაკბეტის“ პერსონაჟებია თავმოყრილი.

 

წინა შპს „ლევ 2019-ს“ მიერ, ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის შესახებ