რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთავის მერია ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაიწყებს

რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო.

მონიტორინგის მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მენეჯმენტთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და მოადგილესთან ერთად, რეაბილტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე, ამავე ქუჩის რეაბილიტაციის ახალი პროექტიც დააანონსა.

პროექტი, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე განხორციელდება.

,,წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კომპანია ,,ჯი ვი პიმ“ სამუშაოები აფხაზეთის ქუჩაზე დაიწყო. ამ ტერიტორიაზე, მაგისტრალური მილის შეცვლის შემდეგ, რუსთავის მერია აქ, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც უკვე მზად გვაქვს. პროექტი აფხაზეთის და მის მიმდებარე ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი მწვანე და საფეხმავლო სივრცეების, ტროტუარების და ველობილიკების მოწყობას ითვალისწინებს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთაველებს კიდევ ერთი ლამაზი და მოწესრიგებული ქუჩა გვექნება.“–განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილი პროექტი, 3 ლოკაციაზე – აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე განხორციელდება.

ამ ეტაპზე, კი კომპანია ,,რუსთავის წყალი” 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის სახელობის ქუჩაზე, 500 მეტრი სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. როგორც კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ბიზნეს ცენტრის მენეჯერი, მიხეილ ცირდავა აცხადებს, ამავე ქსელზე, 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 6 საკვანძო ჭაც მოეწყობა.

,,კომპანია ,,რუსთავის წყალი“ წელს, რუსთავში, სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთია აფხაზეთის ქუჩის პროექტი, რომელიც 500 მეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელის შეცვლას ისახავს მიზნად. პროექტის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება მე-7, მე-7ა, 21-ე, მიკრორაიონების, ასევე აფხაზეთის და ტაშკენტის სახელობის ქუჩების მოსახლეობას.“- განაცხადა ,,რუსთავის წყლის“ ბიზნეს ცენტრის მენეჯერმა მიხეილ ცირდავამ.

კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, 2022 წლის ბოლოს, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 30 მილიონი ლარია და მისი განხორციელება 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

 

წინა რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა