რუსთავში, ახალ შიდასაუბნო სივრცეში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცის კეთილმოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა.

ახალ დასასვენებელ და რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მოეწყო, რუსთავის მერიამ მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქცია მოაწყო.

ეკოაქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან, ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

,,რუსთავში ვაგრძელებთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორია, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობასთან ერთად შეირჩა და სწორედ, მათთან ერთად დავგეგმეთ თუ რა პროექტი უნდა განხორციელებულიყო. შედეგად, მივიღეთ ძალიან კარგი ახალი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც დღეს მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ჩვენ გამწვანების სამუშაოებს, წლის განმავლობაში ქალაქში აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სადაც მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცეებია მოწყობილი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.
ახალი შიდასაუბნო სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 

წინა რუსთავში ღია საგამოფენო სივრცეში ,,Art ბაზარი“ მოეწყო