რუსთავის მერიის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ,,შემოდგომის დღეები” ჯგუფ ,,ურსას” კონცერტით გაიხსნა.
სადღესასწაულო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა.
,,ამ ლამაზი საღამოთი ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ სკოლის მოსწავლეებს. გავხსენით ,,შემოდგომის დღეები” და რუსთაველებს, დღეიდან ძალიან ბევრი ლამაზი და სასიამოვნო საღამო ელოდებათ ჩვენს ყველაზე უნიკალურ სივრცეში – რუსთავის ცენტრალურ პარკში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,შემოდგომის დღეების” ფარგლებში, ცენტრალურ პარკში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.
,,ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, იმისთვის, რომ მსგავსი სადღესასწაულო განწყობა ყოველთვის გვქონდეს. რუსთავში დღეს ,,შემოდგომის დღეები” გაიხსნა, რომელიც ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. დღეს გაიმართა ჯგუფ ,,ურსას” კონცერტი და ჩვენს სკოლის მოსწავლეებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. მინდა განსაკუთრებით მივულოცო პირველკლასელებს და მეთორმეტეკლასელებს, ეს არაჩვეულებრივი დღე”, – განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში უკვე ჩატარდა ,,შემოდგომის კინო-კვირეული”, რომლის ფარგლებშიც, ღია ცის ქვეშ პოპულარული ფილმების ჩვენება მოეწყო.