რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

2023 წელს, რუსთავში  97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო.

ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, აფხაზეთის, რჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე იმყოფებოდა. ნინო ლაცაბიძემ N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაციის, ასევე ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე – ,,თავისუფლების რაშების“ სკულპტურის მონტაჟისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა.

აფხაზეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, რჩეულიშვილის ქუჩაზე დასრულების ფაზაშია ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესი.

რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, კი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის ქუჩის #11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის #14 და ასლანიკაშვილის ქუჩის #12 საცხოვრებელ შენობებს.

რუსთაველის ქუჩის პროექტის პარალელურად, ძველ რუსთავში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული პირველი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის გამაგრება-რესტავრაცია, შიდა სარემონტო სამუშაოები, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი ხორციელდება. ამ ეტაპზე კი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები, რუსთავში, პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  სამუშაოები  ჯამში ქალაქის 259 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

 

წინა ნინო ლაცაბიძე – ,,ვაგრძელებთ მუშაობას რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში