რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ ა/წ 5 მაისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/238b191d-e14a-447d-88f6-a16e19cc4add. გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოთ 2026 წლის 18 მაისის ჩათვლით, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

იხ. დანართი

 

წინა რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს