ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

სერვისები

რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება მოქალაქეებს ელექტრონულად, მუნიციპალური სერვისების მოქალაქეთა პორტალის  (MS.GOV.GE) საშუალებით შეუძლიათ. მუნიციპალური სერვისების მოქალაქეთა პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად,  MS.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინოს.

MS.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

MS.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა. დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისა და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID და id.ge.


ოციალური პროგრამები

საჯარო აუქციონები

არქიტექტურა

ტრანსპორტი

რუსთავსერვის ცენტრი

საბავშვო ბაღები