ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

შპს „მშენებელი 2004“-ის მიერ ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 23 იანვარს შპს „მშენებელი 2004“- მა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge . დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/009781f5-aad6-4c7c-ace0-b74d1c071d5c

დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დანართი

 

წინა ნინო ლაცაბიძე – თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება