შპს „სტანდარტის“ მიერ ნარჩენების აღდგენის საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

2023 წლის 12 დეკემბერს შპს „სტანდარტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://ei.gov.ge/ka/info/64ac08f1-a194-457c-bc79-a7503a3370cb

ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N500 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეებად, ამიტომ დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მითითებული ვადის (2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით) ნაცვლად 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა მითითებული 2024 წლის 10 იანვრის ნაცვლად, გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში: 2024 წლის 15 იანვარს 12:00 საათზე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: კოსტავას ქ. N20), ხოლო ონლაინ დასწრების მსურველები ეწვიეთ ბმულს – https://us06web.zoom.us/j/87290160150 Meeting ID: 872 9016 0150. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

იხილეთ დანართი

 

 

წინა რუსთავის ბაგა-ბაღების 5900-მა აღსაზრდელმა, რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი მიიღო