სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ნატახტარი (წიწამური) – რუსთავის საავტომობილო გზის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე მონაკვეთის (ლოტი 5) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 11 ივლისს, სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნატახტარი (წიწამური) – რუსთავის საავტომობილო გზის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე მონაკვეთის (ლოტი 5) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/c23fb7ed-d907-4ad9-b001-f308793c9525

დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დანართი

 

წინა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და ძველ რუსთავში, შენობებს, ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ – ნინო ლაცაბიძე