სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, გამოცხადდა რეგისტრაცია სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე 2024-2025.
1. პროგრამის ,,უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025“ მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება და რეგიონების განვითარების მიზნით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინტეგრირება.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია : https://shorturl.at/BFOS0
2. პროგრამის ,,საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024-2025“ მიზანია, საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, იგი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია: https://iec.gov.ge/პროგრამები/2024-2025-სასწავლო-წელი/Qualification-upgrades_2024-2025
ორივე საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.