რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დაიწყო.

პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, დღეს ნინო ლაცაბიძე შეხვდა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 15 სტუდენტი ონლაინ რეგისტრაციით შეირჩა. რუსთაველი ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობას ეტაპობრივად გაეცნობიან.

 

წინა რუსთავში პირველი ღია საგამოფენო სივრცე გაიხსნა