ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი“

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები:

  • მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება/მოდერნიზაცია/ტრანსფორმაცია;
  • სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის, რეფორმების ფარგლებში დაგროვებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება;
  • დაინტერესებული პირებისთვის, სასწავლო კურსების, ტრენინგების და ღონისძიებების ორგანიზება;
  • მერიის სამსახურებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა ჩართულობით არსებული მუნიციპალური სერვისების თაობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, მონიტორინგი და ანალიზი, მათი დახვეწის/სრულყოფის, გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ქალაქის მერისთვის წარდგენა;
  • არსებული მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისა და უკუკავშირის საფუძველზე მათი ინოვაციური ტრანსფორმაციის, ასევე მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი სერვისების შექმნის მიზნით პროექტების შემუშავება, შესაბამისი მუნიციპალური რეფორმების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და ანალიზი;
  • საუკეთესო ადგილობრივი და უცხოური გამოცდილების და პრაქტიკის გენერირების, მათი როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ გავრცელების, გაცვლის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარების მიზნით;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომელთა, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებისა და დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსების, ტრენინგების, ვებინარების და ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება.