რუსთავში გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სრულდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ – გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და დღეისათვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს წევრებთან და […]