რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ წყალმომარაგების 2.1 კმ-ის და წყალარინების 5 კმ-მდე სიგრძის ქსელი განაახლა. მოეწყო 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. […]