ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავქალაქობას გავერთიანდით ყველა თაობის წარმომადგენელი და ერთად აღვნიშნეთ სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდა. კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართა.

დღესასწაულის მთავარი სტუმარი, ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა – ნანი ბრეგვაძე იყო, რომელმაც რუსთავში კონცერტი პირველად გამართა.

,,პირველ რიგში თითოეულ რუსთაველს და ჩვენს ქალაქს ვულოცავ რუსთავქალაქობას. დღეს გავერთიანდით ყველა თაობის წარმომადგენელი და ამ ლამაზი საღამოთი ერთად აღვნიშნეთ  მეგობრობა და სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი. პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო წლები ვერ მოხერხდა რუსთავქალაქობის აღნიშვნა, აქედან გამომდინარე, ალბათ კიდევ უფრო მეტი სურვილი გვქონდა, რომ ყველა გავერთიანებულიყავით და ერთად გვეზეიმა რუსთავისთვის ძალიან განსაკუთრებული დღე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კოსტავას გამზირზე რუსთაველებისა და ქალაქის დღესასწაულის სტუმრების წინაშე, ქართული ესტრადის სამი თაობა: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით წარდგნენ.

საზეიმო ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

კონცერტს რუსთვაის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქართული კინოსა და თეატრის კორიფეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წინა რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება