17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დამოუკიდებლობის სკვერში არსებული გმირთა მემორიალი.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ კანონი მიიღო, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.