რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, დღეს ნინო ლაცაბიძე შეხვდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 15 სტუდენტი ონლაინ რეგისტრაციით შეირჩა. რუსთაველი ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობას ეტაპობრივად გაეცნობიან.
რუსთავში პირველად, თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე, რუსთაველი მხატვრებისა და სკულპტორების გამოფენით გაიხსნა. სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ,,რუსთავში გავხსენით კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ღია საგამოფენო სივრცის ფუნქციას შეითავსებს. ეს სივრცე იქნება ახალი შესაძლებლობა ხელოვანი ადამიანებისთვის გაგვიზიარონ საკუთარი ნამუშევრები. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ […]
რუსთავის კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე 1 და 2 ოქტომბერს, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა, საქართველოს შვიდი ქალაქიდან მიიღო. ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რუსთაველმა ალექსანდრე წივწივაძემ სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სპორტსმენები და მათი […]