რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას 30 მილიონი ლარი მოხმარდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “Rustavi Water”-ს მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სემეკში, დღეს გამართულ განხილვას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, […]