რუსთავში, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაარსებული საწარმო ,,სერპენსის“ რებრენდინგისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობის წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის […]