ნინო ლაცაბიძემ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, თინა გრიგალაშვილს მადლობის პრემია გადასცა

ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, 96 წლის თინა გრიგალაშვილს, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის მადლობის პრემია გადასცა. თინა გრიგალაშვილი რუსთავის მერიისგან, ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ყოველთვიურად 500-ლარიან ფულად პრემიას მიიღებს. პროფესიით მასწავლებელი ქალბატონი, პედაგოგიური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის დასუფთავების სამსახურში.  

2023 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტში, USAID-ის თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება

რუსთავი ერთ-ერთია საქართველოს იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება. USAID-ის ახალ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი და პროგრამის წარმომადგენლები,  რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, […]