რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ,,სოკარის“ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, […]