რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი – ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ გახსნა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. სტუ-ში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ,,ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა […]