რუსთავის მერიის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მოქალაქეთა ასამბლეა რუსთავში გაიმართება

მოქალაქეთა ასამბლეა დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად განსაზღვრონ ქალაქის მომავალი. ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, მაგალითად, ასაკი, სქესი, განათლების დონე. მოქალაქეთა ასამბლეაში მონაწილეობისათვის, კომპიუტერული ალგორითმის მეშვეობით,  რუსთავის მასშტაბით, შემთხვევითობის პრონციპით შეირჩა 200 მისამართი, […]

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება

რუსთავის მერიაში,  ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მორიგი ეტაპი დაიწყო. პროექტი ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მუშაობას, უკვე 50 – მდე რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო. ნინო ლაცაბიძე, დღეს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად, სტაჟირების პროექტის ახალი […]