რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები წარუდგინა

რუსთავის მერმა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ კობა ძლიერიშვილთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები გააცნო. პრეზენტაცია ურბანული განვითარების ახალი ხედვისა და ჭალის ტყის განვითარების საკითხებზე, მრჩეველთა საბჭოს წინაშე მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და რუსთავის მერმა აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, საბჭოს წევრების მიერ […]

დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ – ქ. რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (წარმადობის გაზრდა)

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეოსთილის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული –  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1288). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 29 მარტის N21/2193 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა […]

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

2023 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა  გაიმართება. დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის […]

რუსთავის მერიასა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, რუსთავში მცხოვრები ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორმხრივი შეთანხმება, სააგენტოს ბენეფიციარების პროფესიული განათლების პროგრამებში, ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვას და […]

საქართველოში მიმდინარე სივრცითი ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ფორმატის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა

საქართველოში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების მიზნით, ქვეყანაში პირველად, სივრცითი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული […]

რუსთავში ქვეყნის მასშტაბით პირველი ,,მოქალაქეთა ასამბლეა” შეიკრიბა

რუსთავის მერიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მოქალაქეთა ასამბლეა ტარდება. პირველმა მოქალაქეთა ასამბლეამ რუსთავის მერიასთან ერთად, ეკოპროექტზე დაიწყო მუშაობა. მთავარი განსახილველი თემა, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიაა, რომელიც ექსპერტებთან და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რუსთაველებთან ერთად უნდა შემუშავდეს. ასამბლეის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კობა […]

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა კევინ მაკლოკლინმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას, რუსთავის მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ. ,,რუსთავის მერიის გუნდის მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელებაში, […]

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი – ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ გახსნა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. სტუ-ში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ,,ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა […]

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რუსთავში ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 ხმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ,,რუსთავის წყლის” წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნენ. ,,რუსთავში ოთხი მნიშვნელოვანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმის […]