რუსთავის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსთავის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რუსთავი ერთ-ერთი პირველია იმ 18 მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვაზე მუშაობს. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, დოკუმენტის შემუშავება, მნიშვნელოვანია მუნიციპალური პროექტებისა და სერვისების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. […]