ნინო ლაცაბიძე- ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ

რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რუსთავის მერის მიერ, წლის დასაწყისში წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო და მისი განხორციელება დღეისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია. ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, […]