ნინო ლაცაბიძე – რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, უფრო მეტი შედეგების მისაღებად, სპორტის განვითარების ახალ სტრატეგიაზე ვიწყებთ მუშაობას

სამუშაო შეხვედრებზე, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე და რეფორმებზე ისაუბრა, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები გააცნო, რომელიც მერიის გუნდმა, რუსთავში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში ქალაქში განახორციელდა. ,,რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, ჩვენ უფრო მეტი შედეგების მისაღებად, ვიწყებთ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. გვინდა სპორტის განვითარებაში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები და კიდევ უფრო მეტი […]