რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. 2023-2025 წლების გეგმის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა წარადგინა. ,,აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული […]

ნინო ლაცაბიძე – მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას

21-ე მიკრორაიონში, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას, როგორც დასასვენებელი, სპორტული, ასევე საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობას. […]