რუსთავის მერიამ, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის კიდევ ერთი ახალი პლატფორმა – ,,თაობა მომავლისთვის” შექმნა. პროექტის ფარგლებში ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და ,,თაობა მომავლისთვის” ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე პროექტების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ახალ ფორმაზე და ქალაქის […]