საპილოტე პროგრამა, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს, რუსთავის მერიას, ,,ეფეს საქართველო“-სა და „ეკოჯეოპეთ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ,,რუსთავში ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს. დღეს გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი შპს ,,ეკოჯეოპეთ”- თან და ,,ეფეს საქართველოსთან“ . საპილოტე პროგრამა სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება […]
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების […]