რუსთავის მერიამ, ახალგაზრდების დასაქმების ახალი პროგრამის ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ განხორციელება დაიწყო. პროგრამა, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება. მასში ჩართული ახალგაზრდები, ერთი თვის განმავლობაში ,,რუსთავსერვის ცენტრში“ დასაქმდებიან და წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას. ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“, ეს […]