რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა

რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიმართება. კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა. „რუსთავს მდიდარი თეატრალური ისტორია და ტრადიციები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა, შეძლონ საინტერესო სპექტაკლების ნახვა. რუსთავის თეატრი, მერიის ხელშეწყობით, წელს უკვე […]