რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად, რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული მე-18 საჯარო სკოლა დაათვალიერეს. მე-18 საჯარო სკოლაში გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი, გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო […]